მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბი ომალის დაამარცხებს, მაგრამ უმართან...“ - სეხუდოს პროგნოზი და გაფრთხილება?!

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და პროგნოზი ქართველი მებრძოლის სასარგებლოდ გააკეთა. სეხუდომ ასევე აღნიშნა, რომ დივიზიონში მერაბ დვალიშვილის მთავარი კონკურენტი მხოლოდ უმარ ნურმაგომედოვი იქნება.

რას ამბობს სეხუდო:

„ჩემი პროგნოზი? დვალიშვილ ომალის შეაჩერებს. მერაბი გაიმარჯვებს, მაგრამ შემდეგ მის წინ უმარ ნურმაგომედოვი დადგება და როცა ეს მოხდება, მერაბს ვეღარაფერი გადაარჩენს. უმარი ძალიან კარგი და ტექნიკური მებრძოლია“.

„ვფიქრობ, უკვე შეუძლია, რომ დვალიშვილისა და ომალის ბრძოლა დააზღვიოს. მის გარდა, ამას არავინ იმსახურებს“.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა ორი კვირის წინ კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ ჰენრი სეხუდომ ბოლოს სწორედ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ იბრძოლა და ასევე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

რაც შეეხება მერაბისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლას, ის 16 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჭრილობა არაფერია“ | მერაბმა ომალის მიმართა
„ეს ჭრილობა არაფერია“ | მერაბმა ომალის მიმართა