„სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია“ - ბოლო ცნობები მამარდას ტრანსფერზე
„ვალენსიამ“ და „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Tribuna Deportiva-ს ჟურნალისტი, ექტორ გომესი წერს.
მისი ინფორმაციით, ახლა ეს შეთანხმება ფურცელზე უნდა აისახოს.
„მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარით დარჩება. 2025 წელს „ლივერპული“ გადაწყვეტს, მამარდა „წითლებს“ შეუერთდება, თუ კიდევ ერთი წელი იჯარით ითამაშებს.
რაც შეეხება ტრანსფერის ღირებულებას, ფიქსირებული თანხა, რომელსაც „ღამურები“ მიიღებენ, 35 მილიონი ევროა. გარდა ამისა, ქართველი მეკარის მომავალი ტრანსფერიდან 10%-ს „ვალენსია“ მიიღებს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. საქართველოს ნაკრების მეკარე მერსისაიდელებთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.