მატიის დე ლიხტი, ვენსან კომპანი
Aa
Aa

„ჩემთვის არაფერი უკითხავთ ისე გაყიდეს“ - კომპანი დე ლიხტის ტრანსფერზე

ივნისში, როდესაც ვენსან კომპანი „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ის თითქმის ყველა ინტერვიუში მატიის დე ლიხტს აქებდა და მას თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბევრს გაუკვირდა 25 წლის ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის რეკორდმაისტერიდან აბარგება და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა. სწორედ ამას შეეხებოდა კომპანისთვის The Athletic-ის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა პრეს კონფერენციაზე, რაზეც მან საკმაოდ ნაწყენი ტონით უპასუხა.

რა თქვა კომპანიმ

ამის მიზეზებზე შეგიძლიათ დირექტორთა საბჭოს წევრებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ჰკითხოთ. მე მას ბოლომდე „ბაიერნის“ საუკეთესო მცველად მივიჩნევდი და ახლაც თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ.

ჩემი აზრი დე ლიხტთან დაკავშირებით ისედაც ყველამ იცოდა და ალბათ, ამიტომ არ მკითხეს არაფერი ისე გაუშვეს „იუნაიტედში“. ვეცდები არსებული კადრებით ფონს გავიდე, მაგრამ მისი წასვლა „ბაიერნისთვის“ აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „იუნაიტედმა“ მიუნხენელებს 45 მილიონი ევრო გაუხადა და კიდევ 4 მილიონს ბონუსის სახით ჩაურიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - დე ლიხტი და მაზრაუი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები არიან
ოფიციალურად - დე ლიხტი და მაზრაუი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები არიან