ნიკოლოზ კვეკვესკირი
Aa
Aa

ჯერჯერობით გუნდი ვერ მოძებნა - პოლონური პრესა კვეკვესკირზე

ნიკოლოზ კვეკვესკირი, რომლის ზუსტი 11-მეტრიანის წყალობითაც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ჯერჯერობით ისევ უკლუბოდ არის დარჩენილი. ივნისის ბოლოს, 32 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს „ლეხთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, რომლის გახანგრძლივების სურვილი არც ერთ მხარეს აღარ ჰქონდა და ეროვნული ნაკრების წევრი ახლაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

პოლონური სპორტული გამოცემა GLOS WIELKOPOLSKI ჩვენს ვებ-გვერდზე 8 აგვისტოს გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კვეკვესკირს ბრატისლავის „სლოვანის“ ვარიანტი ჰქონდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ამის თაობაზე საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ვრცელდება.

რას წერენ კვეკვესკირზე

პოზნანის გუნდში კვეკვესკირმა 123 მატჩში თავი 6 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა წინა სეზონში სათამაშო პრაქტიკის სიმწირეს განიცდიდა, რის გამოც მხარეების თანამშრომლობა დასრულდა.

ქართული ვებ-გვერდები რამდენიმე კვირის წინ მის „სლოვანში“ შესაძლო გადაბარგებაზე წერდნენ. Crystalport.ge-ის ცნობით კი, ნიკამ სლოვაკურ კლუბთან კონტრაქტზე ხელმოწერის თაობაზე საბოლოო ჯამში შეთანხმებას ვერ მიაღწია.

კვეკვესკირი, რომელსაც საქართველოს ნაკრების ღირსება 61-ჯერ დაუცავს, ახლა მზადაა პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბების წარმომადგენელთა წინადადებები განიხილოს, რომლებიც მისით დიდი ხანია უდიდეს ინტერესს იჩენენ.

ამავე ვებ-გვერდზე წერია „ლეხის“ კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელზე ჟოაუ ამარალზე, რომელმაც პოზნანელები ახლახანს დატოვა, კვეკვესკირისგან განსხვავებით ახალი გუნდი უკვე მოძებნა და კონტრაქტი საუდის არბეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ალ ბატინასთან“ გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვანის ვარიანტი არ გამოვიდა | ნიკა კვეკვესკირი ახალ კლუბს ეძებს
სლოვანის ვარიანტი არ გამოვიდა | ნიკა კვეკვესკირი ახალ კლუბს ეძებს