მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

სტერლინგი დვალიშვილს იცავს - „მერაბი სულელი არაა, დენას რეაქცია გადაჭარბებული იყო“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი თავის მეგობარს, მერაბ დვალიშვილს გამოექომაგა და UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი ქართველი მებრძოლის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

რა თქვა ალჯამეინ სტერლინგმა:

„ამ პატარა ჭრილობის გარშემო ყველამ დიდი ამბავი ატეხა, მათ შორის დენამ. მერაბი ვარჯიშიდან კადრებს აქვეყნებს, ხალხს ის ამიტომ უყვარს. ამაში სულელური არაფერია, მორჩა. ის ვარჯიშობს და 14 სექტემბერს მზად იქნება, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე. შესაბამისად, [დენა უაითის] ეს რეაქცია, ჩემი აზრით, ცოტათი გადაჭარბებული იყო“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მერაბ დვალიშვილმა თვალის არეში მიღებული დაზიანების ფოტო გამოაქვეყნა, რასაც დენა უაითის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. UFC-ის პრეზიდენტმა მერაბის საქციელს სულელური უწოდა.

შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა 16 აპრილს გაიმართება და ქართველის გამარჯვების შემთხვევაში, მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ მერაბი ბრძოლას ჩაეხსნა - ო’მალის უმართან ჩხუბი სურს
თუ მერაბი ბრძოლას ჩაეხსნა - ო’მალის უმართან ჩხუბი სურს