მერაბ დვალიშვილი, მაიკლ ბისპინგი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

„ჭრილობა ყველასთვის არ უნდა ეჩვენებინა“ - ბისპინგმა მერაბი გააკრიტიკა

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა საკუთარ იუთუბ არხზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მანქანას“ თვალზე მიყენებული ჭრილობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში არ უნდა გამოექვეყნებინა.

რას ამბობს ბისპინგი:

„მერაბი მაგარი ბიჭია, მაგრამ ეს ჭრილობა ყველასთვის არ უნდა ეჩვენებინა. დენა უაითი გაბრაზების გამო არ უნდა დავადანაშაულოთ. ის ამ ორგანიზაციისთვის უნიკალურ ჩხუბს აწყობს, დვალიშვილი ასეთ რაღაცას აკეთებს...“

„მეც ვყოფილვარ მებრძოლი, სოციალურ ქსელში ბევრი ვიდეო გამომიქვეყნებია და ახლაც ვაქვეყნებ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ბრძოლა რომ მქონოდა, როგორიც მერაბს აქვს, ჩემს დაზიანებას არავის ვანახებდი“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მერაბ დვალიშვილმა თვალის არეში მიღებული დაზიანების ფოტო გამოაქვეყნა, რასაც დენა უაითის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. UFC-ის პრეზიდენტმა მერაბის საქციელს სულელური უწოდა.

შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა 16 აპრილს გაიმართება და ქართველის გამარჯვების შემთხვევაში, მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს პატარა ვირთხა ბრძოლას არ ჩაეხსნას“ | მერაბის ჭრილობა და ომალის რეაქცია
„ეს პატარა ვირთხა ბრძოლას არ ჩაეხსნას“ | მერაბის ჭრილობა და ომალის რეაქცია