ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ილია თოფურია: მაკგრეგორი არავინაა, ის ჩემთან ერთად ოქტაგონში ყოფნას არ იმსახურებს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ MMA Junkie-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მასთან ბრძოლას ახლა არ იმსახურებს.

ილიას თქმით, კონორ მაკგრეგორი ჩემპიონი იყო, ახლა კი არავინაა.

თოფურია მაკგრეგორზე:

„რამდენი ხანია, რაც მაკგრეგორს არ უჩხუბია? 3-4 წელი. როგორც კი დავინახავ, რომ ის დაბრუნდა - იმიტომ რომ ახლა ის არ იმსახურებს ჩემთან ერთად ოქტაგონში ყოფნას. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. კონორიც იყო ჩემპიონი, ახლა კი ის არავინაა. ის რეიტინგებშიც კი არ არის.

თუ კონორი დაბრუნდება და კარგ ფორმაში იქნება, მაშინ ამაზე ვიფიქრებ. ახლა უფრო საინტერესო ბრძოლები მაქვს - კონორი კი ახლა მხოლოდ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლოს 2021 წლის ზაფხულში იჩხუბა, სულ კი მის ანგარიშზე 22 გამარჯვება და 6 მარცხია.

ილია თოფურია მომდევნო ჩხუბს 26 ოქტომბერს გამართავს. „ელ მატადორი“ ლეგენდარულ მებრძოლს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და ტიტულს პირველად სწორედ „დალოცვილის“ წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თუ მერაბი ბრძოლას ჩაეხსნა - ო’მალის უმართან ჩხუბი სურს
თუ მერაბი ბრძოლას ჩაეხსნა - ო’მალის უმართან ჩხუბი სურს