გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

„მინდა, რომ ძალები -66 კილოგრამში გამოვცადო“ - გიორგი სარდალაშვილის ინტერვიუ

ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი და -60 კგ. წონითი კატეგორიის ლიდერი, გიორგი სარდალაშვილი „კრისტალსპორტთან“ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე საუბრობს და გვეუბნება, რომ უახლოეს მომავალში ძალებს -66 კგ. წონით კატეგორიაში გამოცდის.

გიორგი სარდალაშვილი:

„უკვე 4 წელია, რაც დიდი რაოდენობით ვიკლებ წონას. ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ თავი გავიმართლო, თითქოს ამის გამო წავაგე. ვფიქრობ, წონა შევიცვალო. ჯერ ზუსტად არ ვიცი 50/50-ზე ვარ. ერთ-ერთი გრანდ სლემზე, ან 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა ძალები -66 კგ. წონით კატეგორიაში გამოვცადო. რომელიმე შეჯიბრს ავარჩევთ, მაგრამ მინდა, რომ უბრალოდ ვცადო. უდიდესი ალბათობით -60 კგ. წონით კატეგორიაში დავრჩები, რადგან წონის ლიდერიც ვარ და ამასთან, ბევრი უკვე კარიერასაც ასრულებს. ბევრი რაღაც შეიცვლება, მაგრამ წონის ლიდერად მე ვრჩები. ჩემს მწვრთნელებს სხვა მოსაზრება აქვთ და ვნახოთ, რა იქნება. მინდა, რომ ერთი შეჯიბრი 66 კილოგრამში ვცადო“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილი მიმდინარე წლის მაისში, აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა და მსოფლიო ჩემპიონობა 20 წლის ასაკში იზეიმა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში აქამდე პირველად მოხდა. სარდალაშვილმა 2 თვის შემდეგ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ, მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

გიორგი სარდალაშვილის ვრცელი ინტერვიუ:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარლამ ლიპარტელიანი: „ილია ფენომენია და გზა დავუთმე“
ვარლამ ლიპარტელიანი: „ილია ფენომენია და გზა დავუთმე“