პეპ გუარდიოლა, მიშელ პლატინი
Aa
Aa

პლატინი: „ფეხბურთი უინტერესო გახდა, ყველა გუარდიოლას ბაძავს“

მას შემდეგ რაც უეფას პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში კორუფციული ბრალდებებისა და თანხების თაღლითურად მითვისების გამო მიშელ პლატინი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, ჟურნალისტებთან იშვიათად ჩნდება. მართალია მოგვიანებით შვეიცარიის სასამართლომ როგორც ის, ასევე ფიფას ყოფილი ხელმძღვანელი ზეპ ბლატერი უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ ფრანგი ფუნქციონერის რეპუტაცია მაინც შელახულია.  ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხში სტუმრობისას პლატინიმ ფეხბურთზე საუბარი ახლახანს გამართული ევროპის ჩემპიონატით დაიწყო, რომელიც 1984 წელს თავად აქვს ფეხბურთელის ამპლუაში მოგებული.

რა თქვა პლატინიმ

ევროპის ჩემპიონატი ცუდი სანახავი იყო, რადგან ამ ტურნირზე მხოლოდ ესპანეთის ნაკრები მომეწონა, თუმცა ეს გუნდი მაღალი დონის გარემარბებითა და ათიანის გარეშე თამაშობდა.

დღესდღეობით აღარ არსებობს საფეხბურთო სკოლები და სტილების მრავალფეროვნება. ყველა ასპარეზობს ისე როგორც პეპ გუარდიოლა ათამაშებს თავის გუნდებს. ადრე იყო ბევრი დრიბლინგი, კარგი დაცვა, ერთ-ერთზე თამაშები და სწრაფი მოქმედებები - ახლა მსგავსი არაფერი ხდება.

გუარდიოლა თავის საქმეს კარგად აკეთებს მაღალი ხარისხის მოთამაშეებით, სხვები კი იგივეს გაკეთებას დაბალი დონის ფეხბურთელებით ცდილობენ, რაც კარგი სანახავი ნამდვილად არ არის.

ცოტა მომბეზრდა ეს ყველაფერი - თანამედროვე ფეხბურთში მცველებს იმით კი არ აფასებენ თავს როგორ იცავენ, არამედ იმით როგორ ფლობენ ბურთს. ფეხბურთს ნამდვილი მცველები სჭირდება და არა სამცველიანი ტაქტიკით თამაში.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სანაკრებო ასპარეზზე მიშელ პლატინიმ ყველაზე დიდ წარმატებას 1984 წელს მიაღწია, როდესაც საფრანგეთის ნაკრებმა მისი ლიდერობით სამშობლოში გამართული ევროპირველობა ფინალში ესპანეთის ეროვნული გუნდის დამარცხებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები წესდებაში | ჩეფერინის შეეძლება პრეზიდენტი 2031 წლამდე იყოს
ცვლილებები წესდებაში | ჩეფერინის შეეძლება პრეზიდენტი 2031 წლამდე იყოს