ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

“გაცილებით უკეთესი ვარ“ - თოფურიამ ჰოლოუეიზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ილია თოფურია UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. ქართველი სპორტსმენი ქამრის დაცვისთვის ჰოლოუეისთან იჩუხბებს.

მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა:

ილია:

"ეს ბრძოლა BMF-ის ტიტულისთვის არ იქნება. მათ ასე გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ჩემთვის სულ ერთია. როცა ჰოლოუეის ვცემ ის თავის თავს BMF-ის ვეღარ უწოდებს. მთავარი პრიორიტეტი ტიტულის დაცვაა, სხვა არაფერი მაინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, მაქსს დავანოკაუტებ. ყველაზე დიდი გამოწვევაა ისაა, რომ აქამდე მისი ნოკაუტში ჩაგდება ვერავინ შეძლო. მე ვიქნები პირველი, ვინც ამას გააკეთებს. როდესაც მის ჩხუბს ვუყურებ, ვიაზრებ, რომ გაცილებით უკეთესი ვარ. ჰოლოუეის კრივშიც ვჯობივარ, კიკბოქსინგშიც და თუ გნებავთ ჭადრაკსაც მოვუგებ.

ვფიქრობ, ეს დაპირისპირება გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ვოლკანოვსკისთან მქონდა. ალექსი ჩემთვის რთული მეტოქეა, მან კი ჰოლოუეის სამჯერ აჯობა."

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში მოიპოვა. ჰოლოუეისთან კი პირველად შეეცდება მის დაცვას. ილიას და მაქსის ბრძოლა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული და აბუ დაბიში გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება UFC 308-ზე მთავარი ბრძოლა იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილმა შეურაცხყოფა ვერ მოითმინა - ინციდენტი აშშ-ში მოხდა
დვალიშვილმა შეურაცხყოფა ვერ მოითმინა - ინციდენტი აშშ-ში მოხდა