გურამ კაშია, სლოვანი, მიდტიულანდი
Aa
Aa

ფრე მიდტიულანდთან - კაშიას ჩემპიონთა ლიგამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში ბრატისლავის სლოვანი მიდტიულანდს ესტუმრა და დადებითი შედეგი დააფიქსირა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:1 ითამაშა და ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გურამ კაშია, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ დამაჯერებელი იყო.

ანგარიში 59-ე წუთზე ბლექმენმა გახსნა და სლოვანი დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ საგოლე შეტევა გურამმა დაიწყო, რომელმაც დანიური გუნდის შეტევა ჩაშალა. 79-ე წუთზე ჩილიუფამ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ცნობისთვის, ვეტერანმა ქართველმა 90 წუთის განმავლობაში, მეტოქეს ბურთი 9-ჯერ აართვა, 2-ჯერ დაბლოკა საკუთარი კარისკენ წასული დარტყმა და 5-დან 3 საჰაერო დუელი მოიგო. გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა მატჩის დასრულების შემდეგ, გურამს 6.7 შეფასება დაუწერა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 28 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასიხარულო ამბავი - ხვიჩას და ნიცას შვილი შეეძინათ
სასიხარულო ამბავი - ხვიჩას და ნიცას შვილი შეეძინათ