დი მარციო: “სერხი რობერტო კომოსთან ბოლო დეტალებს ათანხმებს“
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სერია ა-ში ახლად აღზევებულმა კომომ რაფაელ ვარანი დაიმატა და იტალიის ჩემპიონატში ხმაურიანად შეიჭრა.
ფრანგი უკანახაზელის გარდა, სესკ ფაბრეგასის გუნდში კიდევ ორი გამორჩეული ფეხბურთელი პატრიკ კუტრონე და ანდრე აბელოტი თამაშობენ.
სულ ცოტა ხნის წინ, იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ახალი ინფორმაცია გააჟღერა.
ვიგებთ, რომ კომო სერხი რობერტოსთან საბოლოო დეტალებს ათანხმებს და ესპანელი ფეხბურთელი სესკის გუნდში 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ფაბრეგასი და სერხი რობერტო წლების წინ ბარსელონაში თანაგუნდელები იყვნენ. ამ უკანასკნელმა კატალონიური გრანდი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და კომოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.
შეგახსენებთ, რომ კომომ სერია ა-ს პირველ ტურში ტურინის იუვენტუსთან მტკივნეული მარცხი განიცადა(0:3).