უკრაინა VS საქართველო - ცნობილია სად გაიმართება მატჩი
საკლუბო სეზონი დაიწყო და რა თქმა უნდა, სულ მალე სანაკრებო პაუზის დროც დადგება. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე საომარი სიტუაციის გამო, რებროვის ნაკრები სამშობლოში სახლის მატჩებს ვერ ატარებს.
დღეს ცნობილი გახდა, თუ სად გაიმართება უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
სანიოლის და რებროვის შეგირდები პოლონეთში, კონკრეტულად კი პოზნანში ENEA Stadion-ზე შეხვდებიან, სადაც დაახლოებით 43 000 გულშემატკივარი ეტევა.
აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ჯგუფში ჯვაროსნები უკრაინის გარდა ჩეხეთს და ალბანეთს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან გამართავს, სამ დღეში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება.