“კი, კარგი ცხოვრება მქონდა“ - ერიქსონი საზოგადოებას ფილმით ემშვიდობება
ცნობილია, რომ სვენ-გორან ერიქსონს სიმსივნე აქვს. ყოფილმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს წლის დასაწყისში განუცხადა, რომ მაქსიმუმ 1 წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.
ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, Amazon Prime-მა ერიქსონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც 23 აგვისტოს გამოვა.
„კი, კარგი ცხოვრება მქონდა.“ - ამ სიტყვებით ემშვიდობება შვედი საზოგადოებას. ფილმის სახელწოდება “Sven” გახლავთ, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უკვე ნახეს.
ფილმში ერიქსონი საზოგადოებას ამ სიტყვებით მიმართავს:
„ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვეშინია ჩვენი უკანასკნელი დღის. ვგულისხმობ გარდაცვალების დღეს, მაგრამ მთელი ცხოვრება, ხომ ისედაც სიკვდილთან ბრძოლაა. ადამიანმა უნდა ისწავლოს, როგორ მიიღოს სიკვდილი ისეთი, როგორიც არის. იმედი მაქვს, ჩემი გარდაცვალების შემდეგ იტყვიან კარგი კაცი იყოო, მაგრამ ვიცი, რომ ამას ყველა არ იტყვის.“
შეგახსენებთ, რომ სვენ-გორან ერიქსონი ინგლისის ნაკრებს 2001/2006 წლებში წვრთნიდა. შვედი სხვადასხვა დროს რომას, ფიორენტინას, ბენფიკას, სამპდორიას, ლაციოს, მანჩესტერ სიტის, ლესტერს, გიოტებორგს, დეგერფორსს, შანხაის და შენჟენს წვრთნიდა.