ვაკოს გოლი და საგოლე პასი | „შანდონ ტაიშანი“ ჩინეთის თასის ნახევარფინალშია
„შანდონ ტაიშანი“, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, ჩინეთის თასის მეოთხედფინალში „ჰენან სონგშანს“ შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა.
„შანდონის“ მეორე გოლი ვაკოს აქტიურობას მოჰყვა, როდესაც მე-15 წუთზე ყაზაიშვილის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან „ჰენანის“ კარი ბრაზილიელმა მარსელ სკალეზემ აიღო.
მეორე ტაიმში თავი ვაკომაც გამოიჩინა - ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, წინ წაიწია და მეკარისგან მარცხენა ქვედა კუთხეში ზუსტად დაარტყა.
ჩინეთის თასის ნახევარფინალში „შანდონ ტაიშანი“ 24 სექტემბერს „ჩენდუ რონჩენს“ შეხვდება.