აურელიო დე ლაურენტისი, დავიდ ნერეში
Aa
Aa

ოფიციალურად - დავიდ ნერეში ნაპოლის ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ შეტევის ხაზი გააძლიერა. „პარტენოპეიმ“ და მისმა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და დავიდ ნერეშის ტრანსფერი დაადასტურეს.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება, დავიდ“, - დაწერა დე ლაურენტისმა. `დავიდი ამაყია, რომ ერთ-ერთი ჩვენგანია“, - ნათქვამია „ნაპოლის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ნერეში „პარტენოპეის“ მეოთხე ტრანსფერია. ბრაზილიელ ფეხბურთელამდე, ნეაპოლელებმა ალესანდრო ბუონჯორნო, რაფა მარინი და ლეონარდო სპინაცოლა გადაიყვანეს. იტალიური გამოცემების მიხედვით, „ნაპოლის“ ნერეშის გადაბირება 28 მილიონი ევრო დაუჯდა და მისი ანაზღაურება სეზონში 3 მილიონი გახლავთ.

ნერეში მარჯვენა გარემარბი გახლავთ, თუმცა ცენტრში და მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. „ნაპოლიმდე“ ის „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა და გასულ სეზონში გამართულ 25 შეხვედრაში 5 გოლი და ორი ასისტი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ აირჩია ვალენსიაში დარჩენა | მამარდაშვილის ტრანსფერის ახალი დეტალები
რატომ აირჩია ვალენსიაში დარჩენა | მამარდაშვილის ტრანსფერის ახალი დეტალები