ოფიციალურად - მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა მანუელ ნოიერს სანაკრებო კარიერა დაესრულებინა.
დღეს კი ეს ინფორმაცია გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.
მისი თქმით, 38 წლის გერმანელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ბუნდეს ნაკრების შემადგენლობაში აღარასდროს ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ნოიერს ბაიერნთან კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და შესაძლოა მომავალ წელს კარიერა დაასრულოს.
ცნობისთვის, მანუელმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 124 მატჩი გამართა და კარი მშრალად 51-ჯერ შეინახა. 2014 წელს, ბუნდეს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.