გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რატომ აირჩია ვალენსიაში დარჩენა | მამარდაშვილის ტრანსფერის ახალი დეტალები

„ვალენსია“ და „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოს არიან. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, COPE-ს მიხედვით, კლუბები ბოლო დეტალებს ათანხმებენ და ოპერაცია უახლოეს დღეებში დაიხურება.

„წითლები“ „მამარდას“ სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც დაახლოებით 5 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება. 35 მილიონი ფიქსირებული თანხაა და „ლივერპულს“ სურს, იგი რამდენიმე წელზე გადაანაწილოს, „ვალენსიას“ მიზანი კი თანხის რაც შეიძლება სწრაფად მიღებაა.

ამასთან, კლუბები განიხილავენ ხელფასის საკითხს, რომელიც მამარდაშვილს ახალი კონტრაქტით ექნება. ტრანსფერის დახურვის შემდეგ, გიორგის ანაზღაურება გაორმაგდება და გადასაწყვეტია, იჯარის პერიოდში, ვინ რა თანხას დაფარავს. „ვალენსია“ მზადაა, ქართველი მეკარის ახლანდელი ხელფასის, დაახლოებით 3 მილიონის დაფარვა გააგრძელოს, „ლივერპულს“ კი უნდა, „ღამურებმა“ ოდნავ მეტი გადაიხადონ.

COPE-ს ცნობით, ესაა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც მსჯელობა მიდის, მაგრამ ორივე მხარეს ოპტიმისტური განწყობა აქვს და სჯერა, რომ ტრანსფერის დახურვა აუცილებელია. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ვალენსიას“ მეკარეების მწვრთნელთან, ხოსე მანუელ ოჩოტორენასთან მუშაობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გიორგის „მესტალიაზე“ დარჩენა გადააწყვეტინა.

საინტერესოა, რომ „მამარდას“ გარდა, გუნდში სტოლე დიმიტრიევსკიც რჩება. COPE-ს მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე აპირებს, ქართველ თანაგუნდელს კონკურენცია გაუწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამაოგნებლად სულელური ქმედება იყო“ | დენა უაითმა დვალიშვილი მკაცრად გააკრიტიკა
„გამაოგნებლად სულელური ქმედება იყო“ | დენა უაითმა დვალიშვილი მკაცრად გააკრიტიკა