ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ფელიქსი „ჩელსის“ ფეხბურთელია | პორტუგალიელმა 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად - ჟოაუ ფელიქსი ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელია. 24 წლის პორტუგალიელმა „არისტოკრატებთან“ 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფელიქსი „ჩელსიში“ მეორედ გადადის - 2022-23 წლების სეზონის მეორე ნახევარში ის „სტემფორდ ბრიჯზე“ იჯარით თამაშობდა.

არსებული ინფორმაციით, ფიქსირებული თანხა, რომელსაც „ატლეტიკო“ მიიღებს, 50 მილიონი ევროა, 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

ლონდონურ კლუბში დაბრუნების შემდეგ პორტუგალიელმა პირველი კომენტარი გააკეთა:

მოხარული ვარ, რომ „ჩელსიში“ დავბრუნდი. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას. რამდენიმე ნაცნობი შემხვდა და ეს ძალიან სასიამოვნოა. აქ თამაში მომწონდა და ნათქვამი მაქვს ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის, რომ ოდესმე პრემიერლიგაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი. სასიამოვნოა, რომ ამას „ჩელსის“ მაისურით ვიზამ“.

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნახევარმცველი კონორ გალაჰერი გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფელიქსი ლონდონში, გალაჰერი მადრიდში - ჩელსიმ და ატლეტიკომ ტრანსფერები შეათანხმეს
ფელიქსი ლონდონში, გალაჰერი მადრიდში - ჩელსიმ და ატლეტიკომ ტრანსფერები შეათანხმეს