გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

Anfield Index: მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა

გამოცემა Anfield Index-ის პოდკასტის წამყვანმა, დეივ ჰენდრიკმა „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა.

ჰენდრიკმა მამარდაშვილს „მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე“ უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ მამარდამ უნდა შეცვალოს ალისონ ბეკერი, „რომელიც დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა“.

რა თქვა დეივ ჰენდრიკმა:

„იმის უზრუნველყოფა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარემ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჩაანაცვლოს, „ლივერპულის“ მენეჯმენტის მასტერკლასია. როდესაც ალისონი „ენფილდს“ დატოვებს, მამარდაშვილი მას უპრობლემოდ ჩაანაცვლებს.

მისი „ვალენსიაში“ დატოვება, სადაც ის იცნობს მწვრთნელს, სისტემასა და კლუბს, მამარდაშვილს წაადგება. ის მშვიდად გააგრძელებს განვითარებას და „ენფილდის“ ზეწოლის ქვეშ არ მოექცევა. „ლივერპულის“ გეგმა, მამარდაშვილი „ენფილდზე“ 2026 წელს მოიყვანოს, მეტყველებს იმაზე, რომ კლუბი მომავალზე ფიქრობს.

ალისონი, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, კიდევ ორი წელი ითამაშებს, და უახლოეს მომავალში ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნება. ეს აძლევს მამარდას შესაძლებლობას, მოემზადოს პრემიერლიგაში არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ესპანელი ჟურნალისტის, ექტორ გომესის ცნობით, ფიქსირებული თანხა, რომელსაც „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ მიიღებს, 35 მილიონი ევროა, ბონუსებით კი 40 მილიონამდე ავა. ამასთან, თუ „ლივერპულმა“ მამარდაშვილი გაყიდა, მიღებული თანხის 10% „ღამურებს“ უნდა გადაურიცხოს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გარიგება საბოლოო ეტაპზეა და კლუბები დღეს კიდევ ერთხელ დაილაპარაკებენ, რათა დეტალები დააზუსტონ. ტრანსფერის დახურვა ყველა მხარეს სურს და წესითა და რიგით, ოფიციალური განცხადება მალე უნდა ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა ლივერპულთან პირად კონტრაქტზე შეთანხმდა - ცნობილია კონტრაქტის ხანგრძლივობა
მამარდა ლივერპულთან პირად კონტრაქტზე შეთანხმდა - ცნობილია კონტრაქტის ხანგრძლივობა