გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მესტალიაშვილი“ | მამარდა Super Deporte-ს გარეკანზე

Super Deporte ვალენსიური ჟურნალია და დღევანდელი ნომრის გარეკანზე გიორგი მამარდაშვილის ფოტოს ვხედავთ. Super Deporte-მ ქართველ მეკარეს „მესტალიაშვილი“ უწოდა და ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაში დარჩენის შანსი მატულობს. ქართველ მეკარეს ურჩევნია, ლივერპულში გადასვლის შემდეგ, იჯარით მესტალიაზე დარჩეს, ვიდრე ბორნმუთში ითამაშოს. ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის“, - წერს Super Deporte.

ცნობისთვის, როგორც ექტორ გომესი წერს, ფიქსირებული თანხა, რომელსაც „ვალენსია“ გიორგის სანაცვლოდ მიიღებს, 35 მილიონი ევროა, ბონუსებით კი 40 მილიონამდე ავა. ამასთან, თუ „ლივერპულმა“ მამარდაშვილი გაყიდა, მიღებული თანხის ათი პროცენტი „ღამურებს“ უნდა გადაურიცხოს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გარიგება საბოლოო ეტაპზე და კლუბები დღეს კიდევ ერთხელ დაილაპარაკებენ, რათა დეტალები დააზუსტონ. ტრანსფერის დახურვა ყველა მხარეს სურს და წესითა და რიგით, ოფიციალური განცხადება მალე უნდა ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს პატარა ვირთხა ბრძოლას არ ჩაეხსნას“ | მერაბის ჭრილობა და ომალის რეაქცია
„ეს პატარა ვირთხა ბრძოლას არ ჩაეხსნას“ | მერაბის ჭრილობა და ომალის რეაქცია