მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ეს ჭრილობა არაფერია“ | მერაბმა ომალის მიმართა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, შონ ომალის მიმართა. რამდენიმე საათის წინ, „მანქანამ“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, ერთ-ერთი ვარჯიშისას მიღებულ ჭრილობას როგორ მკურნალობს, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და დვალიშვილმა სატიტულო ჩხუბისთვის მზადება გააგრძელა.

„შონ ომალი, სერიოზულ პრობლემებში ხარ. ზედმეტი ლაპარაკი შეწყვიტე. იცი, რომ სახიფათო ვარ და ისიც იცი, რა მოხდება. მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგადაა. დღეს, მესამედ ვვარჯიშობ. პატარა ჭრილობა მივიღე, მაგრამ ეს ვარჯიშის ნაწილია.

ჩემს გუნდთან ვარ და ყოველდღიურად ვვარჯიშობ. სპორტდარბაზში ვარ 24/7-ზე და ვმუშაობ. თქვენ გგონიათ, რომ ეს პატარა ჭრილობა გამაჩერებს? შეიძლება, ის ადამიანები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობთ, სუსტები ხართ და თავის გასამართლებელ მიზეზებს ეძებთ. არ ვიცი. ყველას, ვინც მხარს მიჭერდა, მადლობას ვუხდი. მიყვარხართ და ახალი!“

ცნობისთვის, მერაბი საჩემპიონო ქამრისთვის UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით, 15 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გამაოგნებლად სულელური ქმედება იყო“ | დენა უაითმა დვალიშვილი მკაცრად გააკრიტიკა
„გამაოგნებლად სულელური ქმედება იყო“ | დენა უაითმა დვალიშვილი მკაცრად გააკრიტიკა