ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება მოედანზე მესი - არგენტინული მედიის ბოლო ცნობები

„ინტერ მაიამის“ კაპიტანი ლეო მესი კოპა ამერიკის ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. არგენტინული გამოცემა Ole-ს ჟურნალისტის, ჰერნან კლაუსის ინფორმაციით, მესის აღდგენის პროცესის დაჩქარება არ სურს.

კლაუსის ცნობით, ლეო საერთო ჯგუფში ჯერ არ უვარჯიშია, თუმცა ეს მალე მოხდება.

„ინტერში“ იმედოვნებენ, რომ მესი მოედანზე 31 აგვისტოს „ჩიკაგო ფაირის“ წინააღმდეგ დაბრუნდება, თუმცა საკვანძო თარიღი 14 სექტემბერია, როდესაც „ინტერ მაიამი“ „ფილადელფია უნიონს“. ფლორიდულ კლუბს სურს, რომ მესიმ ტრავმა სრულად მოიშუშოს და მზად იყოს პლეიოფებისთვის, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება. კლუბის მიზანი მლს-ის ჩემპიონობაა.

15 ივლისს კოლუმბიასთან მატჩში არგენტინამ ზედიზედ მეორედ კოპა ამერიკა მოიგო. მესიმ ტრავმის გამო მოედანი 66-ე წუთზე დატოვა, მატჩის ერთადერთი გოლი კი 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.

ტრავმის გამო ლეომ „ინტერის“ 6 მატჩი გამოტოვა. მის გარეშე კლუბმა შარშან მოგებული ლიგის თასის ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა და 1/8 ფინალში „კოლამბუსთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელთა სანაცვლოდაც კლუბებს ფული არასდროს არ გადაუხდიათ
5 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელთა სანაცვლოდაც კლუბებს ფული არასდროს არ გადაუხდიათ