მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

„გამაოგნებლად სულელური ქმედება იყო“ | დენა უაითმა დვალიშვილი მკაცრად გააკრიტიკა

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უაითი გამოეხმაურა ვიდეოს, რომელიც „მანქანამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა და შონ ომალისთან ჩხუბისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ვარჯიშისას მიღებული ჭრილობა გვაჩვენა.

„მერაბის ჭრილობის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. მან სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და ყველას ანახა, რა მოუვიდა. ჩვენი ბიჭები ძალიან სულელები არიან და დაუჯერებელია, რაც გააკეთა. კრივზე ბევრი რაღაც მითქვამს, მაგრამ ერთი რამ, რის გამოც კრივი ქებას იმსახურებს, არის ის, რომ როცა მოსამზადებელი კემპისას რაღაც ხდება, ვერავინ ვერაფერს იგებს და ინფორმაციის გაჟონვა არ ხდება. ჩვენს ბიჭებს ერთი სული აქვთ, მომხდარზე სოციალურ ქსელში პოსტს როდის დადებენ. პატარა ჭრილობაა, სერიოზული არაფერია, მაგრამ რა თქმა უნდა, პოსტი უნდა დაედო!

ჭრილობა შესაძლოა ჩხუბისას ომალის სამიზნე იყოს? კი და რა ჯანდაბად გინდა, რომ შონმა ამის შესახებ იცოდეს? ეს შემდეგი დონის სისულელეა. ზოგიერთი მებრძოლი ისეთი სულელია, რომ უბრალოდ გამაოგნებელი და დაუჯერებელია.

მერაბის შემცვლელზე ფიქრი ხომ არ დამიწყია? არა! ამაზე ლაპარაკიც არ გაბედოთ და არ დამთარსოთ! სფეროში გასამართი ღონისძიება იმდენად ძვირი დაჯდება, რომ ნებისმიერი სახის ცვლილებას გამანადგურებელი ეფექტი ექნება. ასე რომ, არა!“

ცნობისთვის, მერაბი საჩემპიონო ქამრისთვის UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით, 15 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდის ისტორიაში მეორეა - ჩაკვეტაძის აღიარებები ინგლისში
უოტფორდის ისტორიაში მეორეა - ჩაკვეტაძის აღიარებები ინგლისში