„შეუძლია მსოფლიოს ტოპ 3-ში იყოს“ | სანიოლის ასისტენტმა მამარდაზე ისაუბრა
ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა და გიორგი მამარდაშვილზე ილაპარაკა, რომელიც „ლივერპულში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. უებმა „ვალენსიას“ გოლკიპერი შეაქო და განაცხადა, რომ მას შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდეს.
„ვფიქრობ, მამარდაშვილი საკმარისად მაღალი დონის მეკარეა, რათა ლივერპულის ნომერ პირველი გოლკიპერი გახდეს. მას ამისთვის საჭირო უნარები აქვს. ბრწყინვალე მეკარე და შესანიშნავი პიროვნებაა. მასთან მუშაობისას ხედავ, რომ ძლიერი ხასიათის მქონე და შრომისმოყვარე ადამიანია.
ჩემი აზრით, მომდევნო 2-3 წელიწადში, მას შეუძლია, მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეს შორის შევიდეს. ვფიქრობ, ალისონი ლივერპულში სამუდამოდ არ დარჩება და მამარდაშვილი მის პოზიციას გადაიბარებს. გიორგის შეუძლია, მას კონკურენცია გაუწიოს და ამას მისი წარსულიც ადასტურებს. ვალენსიამ მე-4 მეკარედ შეიძინა და მან, გაწეული შრომით, ნომერ პირველი გოლკიპერის სტატუსი დაისაკუთრა. გიორგის აქვს ცეცხლი, რომ კონკურენტუნარიანი იყოს“.
ცნობისთვის, ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემების მიხედვით, „ლივერპული“ მამარდაშვილის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია. „ვალენსია“ გიორგის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს მიიღებს და ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონს „მესტალიაზე“ გაატარებს.