მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ეს პატარა ვირთხა ბრძოლას არ ჩაეხსნას“ | მერაბის ჭრილობა და ომალის რეაქცია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შონ ომალისთან ჩხუბისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ვარჯიშისას, ჭრილობა მიიღო. „მანქანამ“ დაზიანების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელა და მის პოსტს სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გამოეხმაურა.

ომალიმ, რომელთანაც მერაბი ტიტულისთვის თბილისის დროით, 15 სექტემბერს იჩხუბებს, დაწერა: „ამ პატარა ვირთხას ურჩევნია ბრძოლას არ ჩაეხსნას, თორემ ღმერთს ვფიცავ...“  

დვალიშვილმა „შუგას“ მალევე უპასუხა. მერაბმა ჩემპიონი დაამშვიდა და უთხრა, რომ ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმას არ აპირებს: „დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ვარჯიშისას მიღებული პატარა ტრავმაა. ჩხუბს არასდროს ჩავხსნილვარ და არასდროს ჩავეხსნები. ომალი, შენთვის მოვდივარ და უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ჩხუბი ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ ჩანიშნული UFC 306-ის მთავარი მოვლენაა. „შუგას“ 2020 წლის შემდეგ არ წაუგია, მერაბი კი ბოლოს 2018 წელს დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინაც ურტყამენ, როცა ბურთი მისგან შორსაა“ | ნეაპოლური გამოცემა კვარას დაცვას ითხოვს
„მაშინაც ურტყამენ, როცა ბურთი მისგან შორსაა“ | ნეაპოლური გამოცემა კვარას დაცვას ითხოვს