მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

15 000 ევრო და 50-მეტრიანი იახტა - მბაპე, ვინისიუსი და როდრიგო ასე ისვენებენ

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის რეალი მალიორკას ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გოლი როდრიგომ გაიტანა, სამეფო კლუბის შემტევმა ტრიომ(ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო) ცუდად ითამაშა და მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ კარლო ანჩელოტიმ მალიორკასთან მატჩის შემდეგ, თავის ფეხბურთელებს 2 დღე დასვენების უფლება მისცა.

წყაროს ცნობით, კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოეში მარბელაში გაემგზავრნენ, სადაც 50-მეტრიანი იახტა 15 000 ევროს სანაცვლოდ იქირავეს. აღსანიშნავია, რომ ეს ღირებულება გათვალისწინებულია 1 დღეზე.

იახტაზე უამრავი ჯაკუზი და საცურაო აუზია მოწყობილი. ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობენ დასვენებას. კარლო ანჩელოტის იმედი აქვს, რომ სამივე მათგანი გუნდს დასვენებული და მოტივირებული შეუერთდება.

ამ ფაქტმა კი სოციალურ ქსელ ტვიტერში გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ესპანელი გულშემატკივრები წერენ, რომ ფეხბურთელები უფრო მეტს უნდა ვარჯიშობდნენ და ახლა თავისუფალი დროის გატარების ასეთი სიტუაცია არ არის.

შეგახსენებთ, მადრიდის რეალი ლა ლიგის მორიგ ტურში ვალიადოლიდს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 25 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტი მოლაპარაკებას მართავს - ბარსა გიუნდოგანს უფასოდ უშვებს
სიტი მოლაპარაკებას მართავს - ბარსა გიუნდოგანს უფასოდ უშვებს