ჯაბა ჯიღაური, ჯასაფ ქარში
Aa
Aa

სათამაშო წუთები იდეალურად გამოიყენა - ჯიღაურის გოლი უზბეკეთში

უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ნასაფ ქარში ოლიმპიკს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ნასაფ ქარშში ჯაბა ჯიღაური თამაშობს.

ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა 65-ე წუთზე მინდორზე ვიხილეთ. მისი გამოსვლა კი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

ჯიღაურმა ზორან მარუშიჩი შეცვალა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ცნობისთვის, ნასაფ ქარში უზბეკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 16 ტურის შემდეგ 35 ქულით ლიდერია. მეორე ადგილოსან სოგდანიას 5 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, ჯაბამ მიმდინარე სეზონში, ტურნირზე ერთად 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკების ფინალური სტადია - რა ხდება მამარდას გარშემო
მოლაპარაკების ფინალური სტადია - რა ხდება მამარდას გარშემო