ბარსა ლეაოს ვერ იყიდის - მილანმა 175 მილიონი ევრო მოითხოვა
როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონამ ნიკო უილიამსის გადაბირება ვერ შეძლო. ესპანელი გარემარბი ბილბაოს ატლეტიკში დარჩა და ტრანსფერზე უარი განაცხადა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ბლაუგრანას მის ნაცვლად რაფაელ ლეაუს შეძენა სურს და უილიამსისთვის გადანახული ფულის დაბანდებას პორტუგალიელ ფეხბურთელში აპირებდა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, იტალიურმა ავტორიტეტულმა გამოცემა Gazzetta-მ დაწერა, რომ ბარსელონასთვის ლეაუს შეძენა შეუძლებელი იქნება.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მილანმა თავის ვარსკვლავს 175 მილიონი ევრო დაადო. აღნიშნულ თანხას ფლიკის გუნდი ვერ გადაიხდის. მეტიც, ნახევარსაც კი ვერ გასწვდება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ჯერჯერობით დანი ოლმოს ვერ არეგისტრირებს. ბარსას დატოვება ილქაი გიუნდოგანს სურს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონა მას უფასოდ გაუშვებს და მის სანაცვლოდ არანაირ თანხას არ მიღებს.
ასევე შეგახსენებთ, ფლიკის გუნდმა ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად ვალენსია 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.