მანჩესტერ სიტი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

სიტი მოლაპარაკებას მართავს - ბარსა გიუნდოგანს უფასოდ უშვებს

როგორც მოგეხსენებათ, ილქაი გიუნდოგანს ბარსელონას დატოვება სურს. თურქული ფესვების მქონე გერმანელის გადაბირებით თავდაპირველად ჟოზე მოურინიოს ფენერბახჩე ინტერესდებოდა, მაგრამ საქმეში მანჩესტერ სიტი ჩაერთო.

სანამ მანჩესტერ სიტის ინტერესზე მოგახსენებთ, ფაბრიციო რომანომ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა.

ცნობილი გახდა, რომ კატალონიური გრანდი გიუნდოგანს უფასოდ გაუშვებს და მასში თანხას არ მოითხოვს. ეს ცოტა გასაკვირია, რადგან ბლაუგრანას ფინანსური პრობლემები აქვს.

რაც შეეხება სიტის ინტერესს, პეპ გუარდიოლამ ილქაის დაბრუნებას მწვანე შუქი აუნთო. ახლა კლუბის წარმომადგენლები გიუნდოგანის აგენტს დიდ ბრიტანეთში ხვდებიან და კონტრაქტის დეტალებს არკვევენ.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველმა ქალაქელები გასული წლის ზაფხულში დატოვა და ბარსელონაში გადაბარგდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამუდამოდ გულშემატკივრების გულებში - კაკას გაბრწყინება 2007 წელს
სამუდამოდ გულშემატკივრების გულებში - კაკას გაბრწყინება 2007 წელს