სამუდამოდ გულშემატკივრების გულებში - კაკას გაბრწყინება 2007 წელს
ჩემპიონთა ლიგა უდავოდ, საკლუბო ფეხბურთის უდიდესი ეტაპია, რომელიც ნიჭიერ ინდივიდებს და მათ, ვისაც სიდიადე სწყურია, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო საშუალებას აძლევს.
ტურნირი, რომელიც ბევრს სწყურია, მაგრამ მხოლოდ საუკეთესოს და იდეალურს აჯილდოებს.. ჩემპიონთა ლიგა ელიტარული ფეხბურთელების პრივილეგიაა, სადაც ისინი მწვერვალებს იპყრობენ..
ბევრისთვის საერთაშორისო ტურნირები უფრო ღირებულია. იგულისხმება ევროპის ჩემპიონატი, მუნდიალი, კოპა ამერიკა.. ამ ტურნირებზე ბევრი იდეალურად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგა არც ახსოვთ, მაგრამ არსებობენ მისტიური ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებიც ყველგან ერთნაირად თამაშობენ..
რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე, ან უბრალოდ კაკა! მას მილანის გულშემატკივრების გულებში სამუდამოდ უჭირავს ადგილი იმ ყველაფრისთვის, რაც როსონერიში თამაშის დროს გააკეთა.
კაკა მილანში 2003 წელს გადავიდა და 2009 წელს მადრიდის რეალის გამო დატოვა, თუმცა ამ პერიოდში წარუშლელი კვალი დატოვა.
მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, კაკამ თავისი კარიერის განმსაზღვრელი სპექტაკლი ოლდ ტრაფორდის განათების ქვეშ შეასრულა, რომელიც სრულიად ასახავდა იმ ყველაფერს, რაც სელესაოს ვარსკვლავს მისი ძალების პიკზე შეეძლო გაეკეთებინა..
2006/2007 წლების სეზონში კაკა უკვე შემდგარი ვარსკვლავი იყო და მას კარლო ანჩელოტი მეთაურობდა. იმ დროს მილანს უამრავი დიდებული ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე მათში კაშკაშებდა და მისი სახელი ევროპულ ფეხბურთში აღიარეს..
მილანის ის სეზონი ბლოკბასტერულ ფილმს ჰგავდა, რომელშიც დიდებული მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას და სიუჟეტიც დამაჯერებელი იყო, მაგრამ არცერთი იყო ისეთი მომხიბვლელი, როგორიც კაკა..
ბრაზილიელი ნახევარმცველი ანჩელოტის სქემაში რამდენიმე როლს ასრულებდა, რათა თამაშზე მაქსიმალური გავლენა ჰქონოდა.. იქნებოდა ეს სუფთა პლეიმეიკერის შექმნა თუ ბრაკონიერი ცხრა ნომერი პიპო ინძაგის მხარდაჭერა მეორე თავდამსხმელის რანგში. კაკა არაფერს თაკილობდა..
2006/2007 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანი მანჩესტერ იუნაიტედს გადაეყარა. პირველი შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე გაიმართა. კაკამ თითქმის ყველა მეტოქე აწამა. თავისი დრიბლინგით და ცრუ მოძრაობებით ნებისმიერ მოწინააღმდეგეს მსხვერპლად აქცევდა.. მას ვერ აჩერებდნენ!!..
მანჩესტერ იუნაიტედი დაწინაურდა, ეს კი კაკასთვის მოტივაცია აღმოჩნდა.. 22-ე წუთზე, კლარენს ზეედორფმა ბურთი ბრაზილიელს გადასცა, რომელმაც გაბრიელ ჰაინცე ჩამოიტოვა, ბურთი საჯარიმოს კიდეზე გააკონტროლა და მარცხენა ფეხით ედვინ ვან დერ საარის კარი აიღო..
იმპულსი დაბრუნდა.. როსონერის გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, რომ კაკა კიდევ ერთხელ გაიბრწყინებდა..
კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი დიდას ბევრ ხიფათს უქმნიდნენ, მაგრამ ამან კაკა ვერ შეაჩერა. შეხვედრის 37-ე წუთზე ისტორიული გოლის დრო დადგა.. რიკარდომ თავისი ტექნიკური მოძრაობით გაბრიელ ჰაინცე და პატრის ევრა ერთმანეთს შეანარცხა და გამოზომილი დაბალი დარტყმით ვან დერ საარს მეორედ გაუტანა..
მატჩი მაინც წითელმა ეშმაკებმა 3:2 მოიგეს, მაგრამ თავს უფლება არ მისცეთ, რომ ანგარიშმა მოგატყუოთ. კაკას ძალისხმევამ როსონერის სან სიროზე 3:0 მოაგებინა.. ფინალში მილანმა ლივერპულზე 2005 წლის ფინალის გამო შური იძია..
როდესაც კაკამ მილანი დატოვა მისმა თანაგუნდელმა ანდრეა პირლომ განმარტა: „2-3 წლის განმავლობაში კაკა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ასევე იყო მომენტები, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდებმა არ იცოდნენ როგორ გაეჩერებინათ ის.“
2006/2007 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ამბავი გვიჩვენებს, თუ როგორი დახვეწილი და ელეგანტური შეიძლება იყოს ფეხბურთელი. ეს გაზვიადებული შეფასება არ გახლავთ. იმ ღამეს, კაკამ მილანის და არა მხოლოდ მილანის გულშემატკივრების გულებში სამუდამოდ დაიდო ბინა..