ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვალენსია“ პოზიციებს არ თმობს | მამარდა გუნდს ვიგოში გაჰყვება

ესპანური გამოცემა El Desmarque „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ღამურების“ ხელმძღვანელობას სურს, რომ გიორგი მამარდაშვილი გუნდს ვიგოში, „სელტასთან“ მატჩზე გაჰყვეს და თუ გუნდის თავკაცი, რუბენ ბარახა საჭიროდ ჩათვლის, მამარდა მატჩს ძირითადში დაიწყებს.

როგორც El Desmarque წერს, „ვალენსიაში“ არ სჯერათ, რომ მომდევნო მატჩამდე „ლივერპულისგან“ მამარდასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელ წინადადებას მიიღებენ, ამიტომ მათ სურთ, რომ ქართველმა მეკარემ ვარჯიში ჩვეულ რიტმში გააგრძელოს.

ბოლო ინფორმაციით, „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ მამარდას სანაცვლოდ ფიქსირებული 35 მილიონი ევრო შესთავაზა, ბონუსებით კი თანხა 40 მილიონს უახლოვდება. „ვალენსიას“ფიქსირებული 40 მილიონის მიღება უნდა.

მომდევნო მატჩს ლა ლიგაში „ვალენსია“ „სელტას“ წინააღმდეგ სტუმრად 23 აგვისტოს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა შეთავაზება გაზარდა | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილის ტრანსფერზე
ლივერპულმა შეთავაზება გაზარდა | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილის ტრანსფერზე