დარჩება თუ არა ნოიერი ნაკრებში | რას წერს გერმანული მედია
მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, რომ ნოიერს სანაკრებო კარიერის გაგრძელება სურს.
ნოიერს გადაწყვეტილი აქვს, პაუზა აიღოს და ერთა ლიგაზე „ბუნდესმანშაფტის“ მატჩები გამოტოვოს. ეროვნულ გუნდში ის წლის ბოლოს დაბრუნდება.
ერთა ლიგაზე გერმანიის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი და ნიდერლანდები იქნებიან.
მანამდე გერმანული მედია წერდა, რომ 38 წლის ნოიერს 2026 წლის მუნდიალზე თამაში სურს.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ „ბუნდესმანშაფტის“ ლიდერებმა, თომას მიულერმა და ილქაი გიუნდოგანმა გამოაცხადეს, ტონი კროოსმა კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
2009 წლიდან მანუელ ნოიერმა ნაკრებში 124-ჯერ ითამაშა და კარი მშრალად 51 მატჩში შეინახა.