გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის ტრანსფერი | კლუბებმა პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ ერთი პრობლემაა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. მერსისაიდელები „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და „ღამურებს“ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს, მაგრამ მათგან თანხმობა ვერ მიიღეს.

„მესტალიის“ ბინადრებთან დაახლოებული ჟურნალისტის, ექტორ გომესის მიხედვით, „წითლებმა“ „ჩეს“ ფიქსირებული 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, ბონუსებით კი თანხა 40 მილიონს უახლოვდება. „ვალენსიას“ კონკრეტული მიზანი აქვს და ფიქსირებული 40 მილიონის მიღება უნდა.

გომესის თქმით, კლუბებმა პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ ტრანსფერი დახურვასთან ახლოს არაა. „ღამურები“ ითხოვენ ბონუსებს, რომელთა ამოქმედებაც მარტივად მოხდება და თანხა სასურველ ნიშნულამდე უპრობლემოდ ავა. საინტერესოა, რომ „ლივერპული“ მზად იყო, ტრანსფერში ფეხბურთელები ჩაერთო, მაგრამ ამაზე ესპანური კლუბისგან კატეგორიული უარი მიიღო.

ცნობისთვის, გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევრო გახლავთ.             

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა | რას წერს Il Mattino
როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა | რას წერს Il Mattino