გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მომენტების განიავება ახასიათებს“ | LEquipe-ის ჟურნალისტი მიქაუტაძეს აკრიტიკებს

L’Equipe-ის ჟურნალისტმა, გრეგორი შნაიდერმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. შნაიდერმა მიქაუტაძის სადებიუტო შეხვედრა შეაფასა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგის ერთი პრობლემა აქვს.

„მიქაუტაძეს თვალს აქტიურად ვადევნებდი. განსაკუთრებით მეცში და ის არის ფეხბურთელი, რომელიც არაორდინალური ქმედებებით გამოირჩევა. გიორგის განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება შეუძლია და მოკლე სივრცეში მეტოქის გაქრობის უნარი აქვს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანი და ეფექტური არაა.

მიქაუტაძეს მომენტების განიავება ახასიათებს. როცა მეცში დაბრუნდა, მისი პირველი ორი თვე იმედგამაცრუებელი იყო. შეიძლება, ოდნავ მკაცრი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. აიაქსში ყოფნისას სწორედ ამის გამო აკრიტიკებდნენ.

მოდით, არ დავივიწყოთ, რომ როცა მეცში თამაშობ და კაშკაშებ, ყველა ბედნიერია. ლიონში ყველაფერი სხვანაირადაა. აქ სხვანაირი მოლოდინებია. მით უმეტეს, მასში გადახდილი თანხის გათვალისწინებით და თანაც, ლიონში განსხვავებული მოვალეობა აკისრია. გიორგის ლიონის დონის კლუბში არასდროს უთამაშია და აიაქსში გადავიდა თუ არა, ეგრევე სათადარიგოთა სკამზე დასვეს. ამიტომ, მიჩნდება შეკითხვა, რატომ უნდა მივცეთ 10-მატჩიანი ვადა?“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, „ლიონი“ „რენთან“ 0:3 განადგურდა. მეორე ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე „მონაკო“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი 9 კანდიდატს შორის | ტიერი ანრის პოტენციური შემცვლელები 90Min-ისგან
სანიოლი 9 კანდიდატს შორის | ტიერი ანრის პოტენციური შემცვლელები 90Min-ისგან