გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

3 მატჩში 4 გოლი - ბოსნიაში გიორგი გულიაშვილს ვერ აჩერებენ

ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მე-3 ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ „გოშკს“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა, ერთი გოლი კი 22 წლის ქართველი შემტევის ანგარიშზეა.

3 ტურის შემდეგ „სარაევო“ 9 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. დედაქალაქელების წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ ლეგიონერს, გიორგი გულიაშვილს მიუძღვის, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

გულიაშვილი „სარაევოში“ „საბურთალოდან“ 2023 წლის იანვარში გადავიდა. 2023 წლის აგვისტოში „სარაევომ“ ქართველი მოსტარის „ველეჟში“ გაანათხოვრა, სადაც გულიაშვილმა 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

საქართველოს ნაკრების მაისურით გულიაშვილს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2019 წელს კი ის საქართველოში 19-წლამდელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლიგის გრანდში ვხედავ“ - ყოფილი მწვრთნელი გიორგი ქოჩორაშვილზე
„ლა ლიგის გრანდში ვხედავ“ - ყოფილი მწვრთნელი გიორგი ქოჩორაშვილზე