Corrierre dello Sport: კვარა თბილისშია, რათა შვილის დაბადებას დაესწროს
„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, რათა თავისი შვილის დაბადებას დაესწროს. ამის შესახებ Corrierre dello Sport-ი წერს.
გამოცემის ცნობით, „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად ნეაპოლში არ დაბრუნებულა.
„ხვიჩა მილანიდან ჩარტერული რეისით თბილისში გაემგზავრა, სადაც მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემ უნდა იმშობიაროს“.
ამავდროულად, კვარას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბმა. მათი ცნობით, „ვერონასთან“ მატჩში კვარას კუნთი დაეჭიმა, თუმცა „ბოლონიას“ წინააღმდეგ 25 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრისთვის ის მზად უნდა იყოს. რას შეეხება თავბრუსხვევას, რომელსაც კვარა მეტოქესთან შეჯახების შემდეგ გრძნობდა, „ნაპოლის“ ექიმების ინფორმაციით, კვარას ტრავმა არ მიუღია.