სანიოლი 9 კანდიდატს შორის | ტიერი ანრის პოტენციური შემცვლელები 90Min-ისგან
ტიერი ანრიმ საფრანგეთის ოლიმპიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და 90Min.com-მა მისი 9 პოტენციური შემცვლელი დაასახელა. სპორტული პორტალის სიაში საქართველოს ნაკრების თავკაცი, ვილი სანიოლიც მოხვდა და 90Min-მა „ჯვაროსნების“ დამრიგებელზე მოკლედ ისაუბრა.
„ვილი სანიოლი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 2013-14 წლებში კი წვრთნიდა, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ სამფეროვნების ყოფილ მარჯვენა მცველს კიდევ ერთი შანსი მიეცეს? ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის შემდეგ, სანიოლი ბორდოს თავკაცი იყო, ბაიერნში დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა და ახლა საქართველოს ნაკრები აბარია.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისა და ჯვაროსნების ისტორიული წარმატების შემდეგ, სანიოლი შესანიშნავი მთავარი მწვრთნელების ლიგაში შევიდა. ამიტომ, რატომაც არა, რომ ახალგაზრდული გუნდი კიდევ ერთხელ ჩაიბაროს?“, - წერს სპორტული პორტალი.
სანიოლის გარდა, ანრის პოტენციურ შემცვლელებს შორის 90Min-მა ჰაბიბ ბეიე, ფრედერიკ ანტონეტი, რეინალდ პედროსი, ერვე რენარი, ზუმანა კამარა, ჟერალ ბატილი, პატრიკ ვიეირა და გაელ კლიში დაასახელა.