ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა | რას წერს Il Mattino

ნეაპოლურმა გაზეთმა, Il Mattino-მ დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწერა. „ვერონასთან“ მატჩში, ქართველი ფეხბურთელი პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „კვარამ“ გაყვანა თავად მოითხოვა.

„თავბრუსხვევის გამო, რომელსაც კვარაცხელია დავიდოვიჩისგან მიღებული დარტყმის შემდეგ გრძნობდა, ხვიჩამ ვერონაში მდებარე ჰოსპიტალში რამდენიმე კვლევა ჩაიტარა. თავის ტრავმა არ მიუღია, მაგრამ ნაპოლის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინა და რისკები აერიდებინა.

ტესტების შემდეგ, რომლებსაც რამდენიმე საათი დასჭირდა, კვარაცხელიამ ჰოსპიტალი დატოვა. ქართველი ფეხბურთელი დაკვირვების ქვეშ დარჩება და აღსანიშნავია, რომ მას კიდევ ერთი პრობლემა აწუხებს. ხვიჩას კუნთი დაეჭიმა, მაგრამ დიდი ალბათობით, კვირას, ბოლონიასთან გასამართ შეხვედრას არ გამოტოვებს.

გუშინ, ნაპოლის მთავარმა ექიმმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ კვარაცხელია თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა, დღეს, კლუბის სამედიცინო შტაბი მის მდგომარეობას განიხილავს, დააკვირდება და გადაწყვეტილებას მიიღებს“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.

საინტერესოა, რომ Corriere dello Sport-ის ცნობით, „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ, კვარაცხელია სამშობლოში გაფრინდა, რათა შვილის დაბადებას დაესწროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალეს, პრობლემა კი მართვაშია“ - ჭიაბრიშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე
„ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალეს, პრობლემა კი მართვაშია“ - ჭიაბრიშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე