ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მგონია, რომ მაქსი მოიგებს“ | ვოლკანოვსკის პროგნოზი თოფურია-ჰოლოუეის ჩხუბზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლაზე საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა.

ლეგენდარული მებრძოლის მოსაზრებით, საჩემპიონო ბრძოლას მაქს ჰოლოუეი მოიგებს.

რას ამბობს ვოლკი:

„ვუყურე მაქსის ბოლო ბრძოლას გეიჯის წინააღმდეგ და საოცარი გამარჯვება მოიპოვა. მაქსი ბრწყინვალე მებრძოლია, ისევე როგორც ილია. ილიას მიმართ უპატივცემულობას არ ვიჩენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქსი სტილისტურად ბრწყინვალე მებრძოლია. მისი დარტყმებთან და კომბინაციებთან გამკლავება არამხოლოდ ილიას, არამედ ნებისმიერ მებრძოლს გაუჭირდება. გეიჯისთან მისი ბრძოლით გაოცებული ვიყავი. სინამდვილეში, ველოდი, რომ ასეთი ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ საბოლოო შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ ბრძოლაში მაქსს ავირჩევ, მგონია, რომ ის ყველას კიდევ ერთხელ გააოცებს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონობა სწორედ ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იზეიმა. „მატადორმა“ ავსტრალიელი მებრძოლი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარიც ჩაიბარა. თოფურია ქამაქს მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, აბუ-დაბიში მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყო“ | მერაბმა ფანთან ინციდენტზე ისაუბრა
„საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყო“ | მერაბმა ფანთან ინციდენტზე ისაუბრა