ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი, ხიხონის სპორტინგი
Aa
Aa

„ლევანტეს კაპიტანი ამერიკა“ - ესპანური სააგენტო ქოჩორაშვილზე

გუშინ, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად ხიხონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქოჩორაშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს ეფექტური საჯარიმო დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ცნობილმა ვალენსიურმა გამოცემა Eldesmarque-მა „ლევანტეს“ თამაშზე სტატია გამოაქვეყნა და გიორგი ქოჩორაშვილს თავისი გუნდის „კაპიტანი ამერიკა“ უწოდა.

ამონარიდი სააგენტოს სტატიაში:

გიორგი ქოჩორაშვილი და კარლოს ალვარესი. ხიხონთან 2:1 მოგებული მატჩის შემოქმედები. ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში ევროპის ჩემპიონატისა და გასული სეზონის დასკვნითი ფაზის გამოძახილია. ქოჩორაშვილი კაპიტანი ამერიკაა, ალვარესი კი ჰარი პოტერი. ქოჩომ და კარლიტომ ბრწყინვალე ხელწერა აჩვენეს. საბოლოო სიხარული კი კოლექტიური ჩახუტება იყო, რომელიც ფეხბურთელებისგან მოდიოდა. გასახდელიდან დიდი პოზიტივი იგრძნობა, რომელსაც ახალი იდენტობის სჯერა. გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ლიდერობის ამბიცია უკვე იგრძნობა.

„ლევანტე“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კადისის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი შეცვლა სიკვდილის ტოლფასია“ - იტალიური მედიის შეფასება
„მისი შეცვლა სიკვდილის ტოლფასია“ - იტალიური მედიის შეფასება