ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი მანა
Aa
Aa

„მას იაფად ვერ შეველევით“ - ნაპოლის დირექტორი ოსიმენზე

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან“ წასვლის შანსები მით უფრო მცირდება. უკვე ორი თვეა სახელდება „ჩელსის“, „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარიანტები, მაგრამ როგორც ჩანს პარტენოპეის მოთხოვნებს ეს გუნდები ვერ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, ნიგერიელის ფორვარდის ტრანსფერიც ამ დრომდე ტაბუდადებულია. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად Sky Sport italia-ს ჟურნალისტი ნეაპოლური კლუბის სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას დაუკავშირდა და მისგან საინტერესო პასუხები მოისმინა.

რას ამბობს მანა

ანტონიო კონტემ პრეს კონფერენციაზე ნათლად და გასაგებად ახსნა, რომ ოსიმენი კლუბისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია, რის გამოც მისი იაფად წასვლა არ მოხდება. ნიგერიელის გარემოცვასა და აფრიკელი მოთამაშის აგენტს სწორედ ამის იმედები აქვთ და რაც უფრო მალე ავუხსნით სიტუაციას, მით უკეთესი იქნება მათთვის.

არსებობს თუ არა მისი „ნაპოლიში“ დარჩენის შანსები? მსურველ გუნდებს 30 აგვისტომდე დაველოდებით და თუ სათანადო წინადადებით არ მოგვმართავენ, მერე უკვე ოსიმენი-კონტეს შეხვედრის დაორგანიზება მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ვიქტორს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.

ოსიმენის გარეშე მოთამაშე „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი უსუსურად დაიწყო და პირველ ტურში სტუმრად „სტადიო ბენტეგოიდზე“ ადგილობრივ „ჰელას ვერონასთან“ 0:3 განადგურდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის მომავალი | ჩელსი თამაშშია, დროგბა ცდილობს ვიქტორი დაიყოლიოს
ოსიმენის მომავალი | ჩელსი თამაშშია, დროგბა ცდილობს ვიქტორი დაიყოლიოს