ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ილქაი გიუნდოგანი, ფენერბახჩე
Aa
Aa

გიუნდოგანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - როგორია მისი მომავალი

ილქაი გუნდოგანის გარშემო უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ილქაი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში აღარასდროს ითამაშებს. ამასთან ერთად, რომანომ კიდევ სხვა ინფორმაციაც გააჟღერა.

მოგეხსენებათ, გიუნდოგანს ბარსელონას დატოვება სურს და ეს თითქმის გადაწყვეტილია. მისი ტრანსფერით ფენერბახჩე და პირადად ჟოზე მოურინო იყვნენ დაინტერესებული და მოლაპარაკება დაიწყეს.

რომანო კი წერს, რომ გიუნდოგანის უკან დაბრუნება მანჩესტერ სიტის სურს. ქალაქელების ხელმძღვანელობა ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და წინადადება გააცნო. ჯერჯერობით უცნობია რას გადაწყვეტს ილქაი.

შეგახსენებთ, 33 წლის ნახევარმცველს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. ამ პერიოდის განმავლობაში გიუნდოგანმა ბუნდეს ნაკრების მაისური 82-ჯერ მოირგო და 19 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოლაპარაკებები ჩიხშია! ტრანსფერი შესაძლოა, ჩაიშალოს“ - Marca ლივერპულში მამარდას ტრანსფერზე
„მოლაპარაკებები ჩიხშია! ტრანსფერი შესაძლოა, ჩაიშალოს“ - Marca ლივერპულში მამარდას ტრანსფერზე