ილქაი გიუნდოგანი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: გიუნდოგანი მზადაა ბარსელონა დატოვოს

„ბარსელონას“ გამოცდილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი მზადაა, კატალონიური კლუბი დატოვოს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

მისი ინფორმაციით, ვეტერანმა გერმანელმა, რომელიც მანამდე გამორიცხავდა, რომ ამ ზაფხულს კატალონიას დატოვებდა, აზრი შეიცვალა და წინადადებებს განიხილავს.

რას წერს რომანო:

ილქაი გიუნდოგანმა ნამდვილად შეიძლება დატოვოს „ბარსელონა“ ამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა მისმა გარემოცვამ დაიწყო სხვადასხვა ვარიანტის შესწავლა, „ბარსელონა“ კი მზადაა, ილქაის შეელიოს. ფლიკი იმედს გამოთქვამს, რომ გიუნდოგანი დარჩება, თუმცა განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი.

კიდევ ერთი ცნობილი ინსაიდერი დევიდ ორნშტეინი წერს, რომ 33 წლის გიუნდოგანის გადაბირებით ინგლისის პრემიერლიგის, თურქეთის, კატარისა და საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებულები, თავად გერმანელისთვის კი პრიორიტეტული ვარიანტი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნებაა.

მიმდინარე სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში გიუნდოგანი „ბარსას“ განაცხადში არ ყოფილა - მიზეზი ჟოან გამპერის თასზე „მონაკოს“ ფეხბურთელთან შეჯახებისას მიღებული დაზიანებაა. აღსანიშნავია, რომ გიუნდოგანი „ბარსელონას“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, კლუბს კი ახალწვეულების, კერძოდ კი დანი ოლმოს დასარეგისტრირებლად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემები გრძელდება - ბარსელონა დანი ოლმოს ვერ არეგისტრირებს
პრობლემები გრძელდება - ბარსელონა დანი ოლმოს ვერ არეგისტრირებს