ლაშა დვალი, ერნან კრესპო
Aa
Aa

ერნან კრესპოს დვალის დამატება სურდა - ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა

CrystalSport-ის ცნობით, აზიის ჩემპიონთა ლიგის მფლობელს, „ალ აინს’’ აპოელ-ის ქართველი მცველის, ლაშა დვალის გადაბირების დიდი სურვილი ჰქონდა. ევრო 2024-ზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ დვალის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბის მხრიდან იყო, თუმცა ყველაზე მეტად „ალ აინი’’ აქტიურობდა, რომელსაც წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო წვრთნის. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩაიშალა.

მიუხედავად იმისა რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბი ფინანსურად ძლიერია, უპირატესობას თავისუფალ აგენტებს ანიჭებს, ასეთი ფეხბურთელების დამატება ნაკლებ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. CrystalSport-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ „ალ აინი’’ და აპოელ-ი სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

ასევე გეტყვით რომ ევრო 2024-ზე თამაშის შემდეგ დვალი იაპონურ „ურავა რედ დაიმონდსს’’ დაუკავშირეს, თუმცა ყველაზე რეალური „ალ-აინი'' იყო. ამავდროულად, კვიპროსული მედია წერდა, რომ აპოელ-ის მმართველი პროდრომოს პეტრიდისი გეგმავდა ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი შეეთავაზებინა. ამ ეტაპზე დვალი აპოელ-ში რჩება, თუმცა მისი კლუბში დარჩენა გადაწყვეტილი არაა. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მასთან დაკავშირებით სიახლეები იყოს.

ლაშა დვალი 2022 წლის ზაფხულიდან აპოელ-ის ფეხბურთელია, გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონი გახდა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 31 მაისამდე აკავშირებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს არაერთ კლუბში უთამაშია, საუკეთესო პერიოდი უნგრულ „ფერენცვაროშში'' გაატარა (2019-22), როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დიდი გამოცდილება მიიღო. პირველად სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, მაშინ პორტუგალიელი „იუვენტუსის'' ფეხბურთელი იყო (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები