რეაბილიტაცია ისევ საჭიროა - ცნობილია როდის დაბრუნდება მესი
კოპა ამერიკაზე მიღებული ტრავმის გამო ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის 11 შეხვედრა გამოტოვა.
არგენტინელი სუპერვარსკვლავის გარეშე ამერიკულმა გუნდმა 11-დან 8 მატჩი მოიგო, თუმცა ლიგის თასს გამოეთიშა.
AS-ს ინფორმაციით, ლიონელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ გამოცემა ვარაუდობს, რომ 8 ოქროს ბურთის მფლობელი ინდივიდუალურ ვარჯიშს მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს.
ინტერ მაიამიში ესმით, რომ ლიონელის ტერფს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება და მას არ აჩქარებენ. არის რისკი, რომ ტრავმა უფრო გამიზეზდეს და დევიდ ბექჰემი ამ საკითხს გაგებით ეკიდება.
ამ მოცემულობით ლეო მესი ცინცინატისთან თამაშს გამოტოვებს, რომელიც 25 აგვისტოს არის ჩანიშნული. Goal.Com ვარაუდობს, რომ 1 სექტემბერს არგენტინელი ჩიკაგოს წინააღმდეგ განაცხადში იქნება.
ჩიკაგოს შემდეგ, ინტერ მაიამი უახლოეს მატჩს 15 სექტემბერს ფილადელფიასთან გამართავს და ამ დროისთვის წესით მესი სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის არგენტინელი ინტერ მაიამის 2023 წლის ივლისში შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 25 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.