ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა მარკეჯანი
Aa
Aa

ლუკა მარკეჯანი: “ხვიჩას მეორე თავდამსხმელობა უჭირს“

ნაპოლიმ სერია ა საშინლად დაიწყო. პარტენოპეი ვერონასთან 3:0 განადგურდა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, თავში ძლიერი დარტყმის გამო ანტონიო კონტემ პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალა.

აღნიშნულ მატჩს არაერთი გამოცემა გამოეხმაურა. სულ ცოტა ხნის წინ კი იტალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა მარკეჯანიმ ისაუბრა.

მარკეჯანი:

„კონტეს ყველა გუნდს მუდამ 2 ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი ჰყავდა. ნაპოლის მახასიათებლები კი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ანტონიო ითხოვს. ხვიჩა კვარაცხელიას ფორვარდის დახმარება და მეორე თავდამსხმელის ფუნქციის შეთავსება უჭირს.

კონტეს ფეხბურთისთვის არც ორი ლატერალი მცველია იდეალური, მიუხედავად იმისა, რომ სპინაცოლა ნაპოლიში თავად მიიყვანა.“

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ახლა ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობს. ვიქტორ ოსიმენს არ ათამაშებენ, რადგან წასვლა სურს. ანტონიო კონტე კი ლუკაკუს ტრანსფერისთვის იბრძვის.

მოცემულ სიტუაციაში კი ნაპოლიმ უკვე ორი ოფიციალური მატჩი გამართა და გოლი ჯერჯერობით ვერ გაიტანა. პარტენოპეიმ პირველი შეხვედრა კოპა იტალიაზე მოდენას წინააღმდეგ ჩაატარა და ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. კონტეს შეგირდებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. მეორე კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ვერონასთან - 0:3.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ შეცვალეს ხვიჩა - იტალიურ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება
რატომ შეცვალეს ხვიჩა - იტალიურ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება