ჩელსი, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, მარკ კუკურელია
Aa
Aa

“შარშან მაისურს მეხვეწებოდა, ახლა ჩემზე მღერის“ - ჰოლანდის და კუკურელიას დაპირისპირება

პრემიერ ლიგის პირველ ტურში მანჩესტერ სიტი ჩელსის ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ერთი გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, რა დროსაც მისთვის ხელის შეშლას მარკ კუკურელია ცდილობდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ჰოლანდი:

„მარკი სასაცილო კაცია. შარშან მაისურს მეხვეწებოდა, ახლა კი ჩემზე მღერის. მას საინტერესო სიმღერა სცოდნია. ზოგადად ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ და სათქმელიც არაფერია.“

ჰოლანდის და კუკურეიას დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. ჩემპიონობის აღნიშვნის დროს, ესპანელმა უკანახაზელმა ასეთი რამ იმღერა:

„კუკუ კუკურელია ჭამს პაელას, კუკუ კუკურელია სვამს ესტრელას, ჰოლანდი შიშისგან ძრწის, როცა კუკურელია მოდის.“

რა თქმა უნდა, ეს სიმღერა ერლინგისთვის მიუღებელი იყო და მატჩის მიმდინარეობისას გამოხატა კიდეც. ერთ-ერთ ეპიზოდში მარკმა ტრავმა მიიღო. მის სიახლოვეს ჰოლანდი იმყოფებოდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბალანსი დაგვაკლდა“ - ანჩელოტი მალიორკასთან მატჩის შემდეგ
“ბალანსი დაგვაკლდა“ - ანჩელოტი მალიორკასთან მატჩის შემდეგ