გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის ტურის სიმბოლურში მოხვდა
Sofascore-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„სტოკ სიტის“ წინააღმდეგ მატჩისთვის, რომელიც ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ 3:0 მოიგო, Sofascore-მა ქართველს 8,2 დაუწერა.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ჩაკვეს გარდა „უოტფორდის“ კიდევ ორი ფეხბურთელი - ედო კაიემბე და მეტიუ პოლოკი მოხვდნენ. ყველაზე მაღალი შეფასება (9,3) Sofascore-ისგან „ქოვენთრის“ ამერიკელმა შემტევმა, ჰაჯი რაითმა მიიღო. მომდევნო ტურში, 24 აგვისტოს „უოტფორდი“ შინ „დერბი ქაუნთის“ მიიღებს.