„ბოკას“ ფანებმა მარადონას ოჯახს ემოციური დახვედრა მოუწყვეს
„ბოკა ხუნიორსის“ გულშემატკივრებმა დიეგო მარადონას ოჯახს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. არგენტინის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბოკა ხუნიორსმა“ შინ „სან ლორენცო“ 3:2 დაამარცხა.
„ბომბონერაზე“, სადაც „ბოკამ“ დიეგო მარადონას სიცოცხლეშივე საკუთარი ლოჟა გამოუყო, მატჩს ესწრებოდნენ ლეგენდარული არგენტინელის ქალიშვილები დალმა და ჯანინა, და შვილიშვილი ბენხამინი.
„ბოკას“ ფანებმა ერთ-ერთ ტრიბუნაზე სპეციალურად დამზადებული დიდი ბანერი გაშალეს, მატჩის დაწყებამდე კი დიეგოსადმი მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს.
VALE 10 PALOS VERDES SE LLAMA MARADONA...
— Boca TV Play (@BocaTVPlay) August 19, 2024
Chupala @madorni, bien chupada eh, contorneala con la lengua. pic.twitter.com/yMGW9fAw5s
CUIDADO BOBOS EL DIEGO VIGILA pic.twitter.com/Yz2tkgvGW2
— Valentina???????? (@valesalcedo_) August 18, 2024
შეგახსენებთ, რომ მარადონა „ბოკაში“ 1981–1982 და 1995–1997 წლებში თამაშობდა და 111 მატჩში 63 გოლი გაიტანა.